დონდალდ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვას სენატი ორშაბათს დაიწყებს

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ წამოიწყო შემდეგ კვირაში განახლდება.

ორშაბათს წარმომადგენელთა პალატა, რომელმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი ორჯერ დაუჭირა, იმპიჩმენტის პროცედურას სენატში გადაამისამართებს. სენატი ტრამპის იმპიჩმენტის სრულად განხილვას აპირებს.

"სენატი გაუძღვება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას, ეს იქნება სამართლიანი და სრული განხილვა" – ამბობს სენატის უმრავლესობის ლიდერი შარლზ შუმერი

ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელები, იმპიჩმენტის პროცედურის განახლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მეტ დროს ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ, ეს აშშ–ის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როცა სენატი ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს – დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვა და აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი