ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში - ზურა ჯაფარიძე 24 იანვრის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები" "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა ზურა ჯაფარიძემ ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და ხალხს მოუწოდა, შეზღუდვები იქ გააპროტესტოს, სადაც ცხოვრობენ. 

"ბევრი ადამიანი მწერდა ჯერ კიდევ შარშან, რომ ფიზიკურად ვერ მოდიოდნენ ჩემ აქციებზე, რადგან ტრანსპორტი არ არსებობდა. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ გლდანიდან და ვარკეთილიდან გამოვიდნენ ტაქსით კანცელარიასთან და მერე ისევ უკან ტაქსით წავიდნენ, ფიზიკურად არ არის ამის ფული. მე შევთავაზე მათ, რომ არ არის აუცილებელი ყველას მოსვლა ერთ ლოკაციაზე, ვისაც არ შეუძლია კანცელარიასთან, გამოვიდეს თავის ერთგვარ გამზირებზე. ვაკეში ცხოვრობ - გადი ჭავჭავაძე, საბურთალოზე ცხოვრობ - გადი ვაჟაზე... ეს ბრძოლა არის ასე მოსაგები, ამ ბრძოლას იგებს ბევრი ადამიანი ქუჩაში", - თქვა ზურა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების გასაპროტესტებელი აქციები დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე წერტილში ერთდროულად გაიმართა.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 24 იანვარს და ზეგ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი