ცხინვალში ნათლისღების წირვაც რუსულ ენაზე ჩატარდა - საპატრიარქო კიდევ ერთ ნოტას ამზადებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთ საპროტესტო ნოტას ამზადებს, რომლითაც  ქართული ეკლესია კიდევ ერთხელ დაგმობს ცხინვალში რუსი მღვდელმთავრის მიერ რუსულ ენაზე ჩატარებულ წირვას.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მეუფე გერასიმეს თქმით რუსეთის პატრიარქისადმი ერთხელ უკვე გაგზავნლი წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. მისივე ინფორმაციით რუსი ეპისკოპოსები ქართული ტაძრების გადაკეთებასაც ცდილობენ. 

"შობას იყო წირვა და ახლა ნათლისღებაზეც ჩაატარეს. ერთადერთი არის ეს ეკლესია, რომელიც არღვევს ამ კანონიკურ წესს. მივწერეთ წერილი და ველოდებით მათგან პასუხს. შევიკიბებით პატრიარქთან და ჩამოვყალიბდებით თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", - ამბობს მეუფე გერასიმე.

მეუფეს ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი მდგომარეობაა კამასა და ილორში, სადაც წირვა ასევე რუსულ ენაზე ტარდება და ქართველ მოსახლეობას ტაძარში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ შობას, 7 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა. 

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ რუსეთში ნოტა გაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთში, პროპაგანდისტებმა, საპატრიარქოში გაგზავნილი ამ ნოტის გამო მეუფე გერასიმეს დასჯა მოითხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი