"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ეკონომიკას. ამ თემაზე კომენტარი მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.
"მთელი ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება, სამწუხაროდ, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, ჯანსაღი დისკუსიაც არის, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლიუს-მინუსებით, დავარქვათ ასე, რაც არის ქვეყანაში და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის ერთ-ერთი მთავარი დღის წესრიგი.
ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება, მათ თავზე ასახული. თუმცა, ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი ბენეფიტი სხვაგვარი არ აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ასევე, იცავს ეკონომიკას საბოლოო ჯამში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ თანმიმდევრული შეზღუდვების შეძლო მთავრობამ პიკის პერიოდში არსებული სიტუაცია დაესტაბილურებინა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეზღუვდების კიდევ უფრო შემსუბუქებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.