სხვადასხვა რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი 5-დან 8%-მდე მერყეობს - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს აძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა შენარჩუნდება. დადებითობის დინამიკას მისი თქმით 14-დღიან ჭრილში აკვირდებიან, რადგან 7 დღე სტაბილურობის გარანტიას არ იძლევა. 

"ახლა არის ცვალებადად, აჭარაში ჩვენ გვაქვს 4%-ზე დაბალი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 8%-მდე. მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებელზე ვართ დამოკიდებული, ვინაიდან მერწმუნეთ, არც ჩვენი ამოცანა, მიზანი და სურვილი არ არის, რომ გავართულოთ ჩვენი მოქალაქეების ისედაც საკმაოდ რთული ეკონომიკურ მდგომარეობა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია.  სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეზღუვდების კიდევ უფრო შემსუბუქებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი