თუ არ გვინდა მივიღოთ სოცაფეთქება, გადადგით სწორი ნაბიჯები - კანცელარიასთან აქცია იწყება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ბიზნესის სხავადსხვა სფეროს წარმომაგენლები, მთავრობის ადმინისტრაცაისთან იკრიბებიან და აქციის მონაწილეებს, მომავალ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. ულტიმატუმის დრო ამოწურულია, როგორც აღმოჩნდა ხელისუფლება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ ცვლის. 

"ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები"; "ხელისუფლებას არ სჭირდება ღატაკი ფენა" - ამ შინაარსის ბანერები აქვთ აქციის მონაწილეებს მიტანილი ადგილზე. კანცელარიის შენობასთან შეკრებილები არიან გარემოვაჭრეებიც, რომლებმაც გასაყიდი პროდუქცია გამოფინეს. 

აქციის ორგანიზატორი, გიორგი მთივლიშვილის თქმით, ქვეყალფერი ხელისუფლების გონიერებაზეა დამოკიდებული, რომელიც მათ, სამწუხაროდ, არ აქვთ. 

"მათზეა დამოკიდებული, თუ ისინი სწორ, კანონიერ ნაბიჯს გადადგამენ და გახსნიან ქვეყანას, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ამაზე მისასალმებელი არაფერი იქნება. ყველაფერი გვაქვს განხილვაში, თუ ისინი გამოვლენ, რომ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერანაირ შეღავათს, გადავწყვეტთ, თუ რა ფორმას მივმართავთ", - თქვა მან. 

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის გარემოვაჭრეები, რომლებიც რუსთავიდან ჩამოვიდნენ.

"მრჩება შთაბეჭდიელბა, რომ გაგების დონეზე გაიგეს, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგუმლა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, ვითხოვთ დიალოგს, ჩვენ მზად ვართ, გვაქვს გეგმა",  - თქვა, ქორეორგაფმა ნინო დარახველიძემ. 

აქციას ესწრებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის ელენე ხოშტარია, კაკო ბობოხიძე, ზურა ჯაფარიძე. "გირჩის" ლიდერის თქმით, ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია.  სწორედ ამ მიზეზით, ისინი შეზღუვდების კიდევ უფრო შემსუბუქებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი