"ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი" - "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადების შემდეგ - რომელშიაც ის ვაქცინის მოპოვების კონკრეტულ გეგმაზე საუბრობს - "ოცნებაში" ამბობენ, რომ არ იციან, შავ ბაზარზე რა ხდება, რადგან მათი კომპეტენცია არ არის.

"ასეთი განცხადებები მისი მხრიდან სულ კეთდებოდა ხოლმე, რომ თვითმფრინავები გვყავს გამზადებული, გადმოვაფრინეთ და ა.შ. შავ ბაზარზე რა ხდება, არ ვიცი. ახლა ვიღაცას რაღაც ვაქცინების პარტია აქვს სადღაც ნანახი, მაგი არც ვიცი და არც არის ჩემი კომპეტენცია", - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.  

მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.

განცხადებას გამოეხმაურა მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩიც, რომლის თქმითაც, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას.

თავის მხრივ, ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მალტაში წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის ჯერი ახლა მთავრობაზეა.

ცნობისთვის, საკითხთან დაკავშირებით ნიკა გვარამია ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს - ბოროტი მილიარდერი არც კი განძრეულა, სააკაშვილმა - ჭერი აარღვია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი