პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების სამინისტროსგან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და მთავრობის დადგენილება მომზადებული. მისი განცხადებით, ახალგაზრიდობის სააგენტო ახალგამოყოფილ სამინისტროს შეუერთდება.
"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე, სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევეს.
ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილებით გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპროტის სამინისტროს გამოყოფაზე საუბარი დეკემბერში დაიწყო, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ პროცესი თებერვლის თვეს არ გასცდებოდა.