საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ შემთხვევაშიც არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობდა კარტოგრაფების საქმეზე.
"მოგესალმებით, იმედი მაქვს კარგად ხართ" - თქვა მან და ადგილი დატოვა.
2018 წელს სწორედ სალომე ზურაბიშვილის გარეჯში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა საკითხი ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო აქტუალური.
კარტოგრაფების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი 12 იანვარს გამოიკითხა. ჩვენებაში ის აღნიშნულ ვიზიტზე და მის მიზნებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმ პერიოდზე ყვება, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარი კარტოგრაფების მხარდასაჭერად შეგროვება მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელიც ფულს ოჯახს გადასცემს.