
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა ფარულავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვაჟა სირაძეს მიმართავს.
ფარულავა ამბობს, რომ გუშინ, დაუმორჩილებლობის აქციაზე, სადაც კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, სირაძე დაჯარიმებით დაემუქრათ:
ვაჟა სირაძე, რომელიც გუშინ დაგვემუქრა, რომ აბსოლუტურად ყველას ჯარიმებს დაგვიწერდა, დაგვაკავებს და ასე შემდეგ მე მინდა მივმართო მას, ვაჟა სირაძეს - ის არის არაფერი, არის ნომინალური ფიგურა, არაფერს არ წარმოადგენს. თუ აქვთ რაიმეს თავი და დაგვაკავებენ აბსურდული კანონებით - დაგვაკაონ არ აქვს მნიშვნელობა ყოველი დაკავების შემდეგ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვა და უფრო მეტია ადამიანი იბრძოლებს. ამიტომ პროტესტს აქვს ალტერნატივა და ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე ", - თქვა ნიკა ფარულავამ "მთავარი აქცენტები" ჩართვისას
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დედაენის ბაღში ღამე გაათენეს.
ამავე თემაზე:
"დედაენის" ბაღში პოლიციამ დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეთა დაჯარიმება დაიწყო