შსს-მ დააჯარიმა აქტივისტი, რომელიც "დაუმორჩილებლობის" აქციის დროს სახლში იყო

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კაკაბაძე პოლიციამ "დაუმორჩილებლობის" აქციაზე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კაკაბაძე 6 თებერვლის ღამეს აქციაზე საერთოდ არ ყოფილა.

2 ათას ლარიანი ჯარიმა შსს-მ მას შემდეგ გააუქმა, რაც კაკაბაძემ ფეისბუქ პოსტი გაავრცელა

"დამირეკეს, დაარღვიეთ საკარანტინე წესებიო. რა წესები დავარღვიე თქო და მითხრა 6 თებერვალს გადაადგილების შეზღუდვა, - 9 საათის მერეო. რომ ვუთხარი - რანაირად დავარღვიე 9-ს რომ 15 აკლდა სახლში ვიყავი, თავიდან რაღაც ისე მელაპარაკა და შემდეგ, რომ გავახმაურე იქ არ ვყოფილვარ და მაინც მაჯარიმებენ, სადღაც ერთ საათში, პოსტის დადებიდან, დამირეკა იგივე თანამშრომელმა და მითხრა, რომ ახლა დავაზუსტეო და განგიმარტავთ - თქვენ დაჯარიმებული  არ ხართ, უბრალოდ ხვალ გიბარებთ, რაღაც განვიხილოთო...

ჯერ მითხრეს, რომ დაჯარიმებული ხარო, მერე მითხრეს, რომ ჯერ ქვითარები არ გამოგვიწერიაო. ხვალ განხილვა არისო და მობრძანდითო, მეც ვერ გავიგე წესიერად.... 4 ზე ვარ დაბარებული.... ვარკეთილში, შსს-ში ვარ დაბარებული- ამბობს თამარ კაკაბაძე. 

კაკაბაძის თქმით, არსებობს "აქტივისტების შაბლონური სია", რომლითაც შსს  ხელმძღვანელობს და ადამიანებს ისე აჯარიმებს, რომ არც კი ამოწმებს იყვნენ თუ არა კონკრეტულ აქციაზე.

შეგახსენებთ, "დაუმორჩილებლობის" აქციაში მონაწილების გამო, დღეს 2000 ლარით დააჯარიმეს პარტია "ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი 

აქვე გეტყვით, რომ თბილისში, 6 თებერვალს, დაუმორჩილებლობის აქციის ერთი მონაწილე დააჯარიმეს. ხოლო, ბათუმში 11 აქტივისტი დაიჭირეს, მათგან 7 მონაწილეს ჯარიმის სახით 1000-1000 ლარის, ხოლო ერთ მონაწილეს - 1 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

ამავე თემაზე - თბილისი

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი