
ეს განცხადება მე მგონი გამოწვეული იყო ქალბატონი სამნიძის მეტად პოზიტიური, ემოციური დამოკიდებულებით დაბალი ბარიერის მიმართ - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ნატო ჩხეიძის "რესპუბლიკელების" მზადყოფნას, კენჭისყრისთვის შევიდნენ პარლამენტში.
"ნახევრად ფეხმძიმე ქალი არ არსებობს. ან არის ფეხმძიმე, ან არ არის" აცხადებს "ლეიბორისტების" ერთერთი ლიდერი გიორგი გუგავა. მისი თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია, დეპუტატებმა იქ შესვლაზე უარი თქვეს და: "ახლა გაუგებარია შევალ, ღილაკს მივაჭერ ხელს, მერე გამოვალ გარეთ, ნინიას ბაღი ხომ არ არის არა?!" ამბობს გუგავა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამჯერად უბარიერო 0%-იანი საარჩევნო სისტემის შეთავაზებით ახალი სატყუარა გადაუგდო ოპოზიციას იმისთვის, რომ როგორმე პარლამენტში შეიტყუოს.
იგივე მოსაზრება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებისთვისაც "რესპუბლიკელების" დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჩვენ მომავლის კენჭისყრაზე ვამბობთ, რომ უარის თქმა გაუჭირდება ყველა პარტიას - ასე განმარტა ხათუნა სამნიძემ "მთავარი არხის" ეთერში თავისივე განცხადება, ხოლო პარტიის მეორე ლიდერი თამარ კორძაია საკითს "ფეისბუქით" გამოეხმაურა.
ამავე თემაზე: