ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კარანტინშია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირად მის მძღოლს გუშინ, 10 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ის სინოდის სხდომას არ დაესწრო.
გუშინ საღამოს იმ მღვდელმთავრებს, რომლებიც სინოდს ესწრებოდნენ საპატრიარქოში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მათ საშუალება სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 თებერვლის სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებს ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბნენ.
ამავე თემაზე: