თეა წულუკიანი ამჯერად ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის ამჯერად ანსამბლ ბასიანის წარმომადგენლებს შეხვდა.

"დღეს, თეა წულუკიანი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ასევე, ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა. ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ და ბასიანის ხელმძღვანელმა ზურაბ წკრიალაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს პანდემიის პირობებში მიმდინარე საქმიანობისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ინფორმაციით, საუბარი, ასევე შეეხო სალოტბარო სკოლებს, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს, არქივების გაციფრებას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას და სხვა.

გუშინ, 9 თებერვლას თეა წულუკიანი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდა, სადაც ნინო ანანიაშვილთან ბალეტის გამოწვევებზე ისაუბრა. ხოლო გუშინ, 10 თებერვლას ის რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად ინიშნება.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი