გაასაჩივრებს თუ არა ზაზა გახელაძე უკანონო ე.წ. განაჩენს, დღეს გაირკვევა

გამოქვეყნდა:

გაასაჩივრებს თუ არა ოკუპანტების მძევალი ზაზა გახელაძე დე ფაქტო რეჟიმის მძიმე ვერდიქტს ე.წ. მოსამართლეების კოლეგიაში, დღეს უნდა გაირკვეს.

ოჯახი აქციებში ჩართვისგან თავს იკავებს. ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ სამომავლო ნაბიჯები, სწორედ ზაზა გახელაძის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძესთან ერთად, ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. გუშინ, 13 თებერვალს, სხვილოს ციხესთან გამართულ აქციაზე  ყველა უკანონო ტყვეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამავე თემაზე:

მიტოვებული მძევლები - ცხინვალის ციხეში გამომწყვდეული საქართველოს მოქალაქეები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი