კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა - პროკურორი

გამოქვეყნდა:

დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხის დროს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილ პატიმრობაზე თანხმობის გაცემის საფუძვლიანობას განიხილავენ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დეპუტატ ლევან იოსელიანს უპასუხა და მისი საჯარო განცხადება გაიხსენა. 

"თქვენი ერთერთი საჯარო განცხადება მახსოვს, თუ ვცდები, შემისწორეთ, სადაც თქვენ ამბობდით, რომ ნიკა მელია პატიმრობისთვის არ გემეტებათ. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა" - თქვა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა. 

პროკურორმა გულუაშვილმა ამ ფორმით უპასუხა "მოქალაქეების" დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას იმის შესახებ, იცნობს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის პრაქტიკას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელს უსმენენ, რომელიც დაპატიმრების მოთხოვნას ასაბუთებს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი