ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შემდეგ, პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დევნის მოლოდინში ხელისუფლების სხვა ოპონენტებიც არიან. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გაცოცხლებას ელოდებიან სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე.
"არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არ აქვს. შარშანდელი ტენდენციიდან გამომდინარე ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე. პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება ივანიშვილის უშუალო გადაწყვეტილებით. აქედან, ვერც "ქართული ოცნება" ვერ მიიღებს ვერაფერ კარგს და ვერც მათი ხელისუფლება. თუ დროზე გააკეთებენ დასკვნებს, რომ ამ სისულელეებს მოეშვან, ძალიან კარგი მათთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც გარკვეული მოქმედებები გვექნება ამის საწინააღმდეგო, ესე წყნარად არ ჩავატარებინოთ მათ ეს უკანონობა",- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. დღეს საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ პოლიტიკურ საქმეს განიხილავს. საუბარია "მთვარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე.
ამავე თემაზე: