ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას, რომ არ შეიყვანონ ისეთ ჩიხში, რომელიც მისთვის მძიმე იქნება.

სუბარის ნიკა მელიასაც მიმართავს და მას სასამართლოს გადაწყვეტილების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

"კანონის მიერ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მე მგონი, ამაში ყველანი ვთანხმდებით. ყველას მოვუწოდებ, დაემორჩილოს კანონს. ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, ნიკა მელიასთვის იქნება ძალინ მძიმე და ნიკა მელიას შემიძლია ვუთხრა, ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და სასამართლო გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს",-თქვა სოზარ სუბარმა.

ნიკა მელიასთვის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.

ამავე თემაზე:

ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება

დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე

თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი

იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზ

ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე

ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი