მალევე გაიაზრეთ, რომ უკან უნდა დაიხიოთ - ნიკა მელია ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფრით დაგეხმარებით, მალევე გაიაზრეთ, რომ უკან უნდა დაიხიოთ", - ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ ხელისუფლებას "მთავარი არხის" საგანგებო ეთერით, პარტიის ოფისიდან მიმართა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად ღამე გაათია. 

ენმ-ის ოფისში მყოფი ნიკა მელიას მხარდასაჭერად მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მას შემდეგ დაიწყეს შეკრება, რაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეუცვალა. ოფისში შეკრებილები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას სპეცრაზმს არ გაატანენ და ციხეში მის წასვლას არ დაუშვებენ. 

"ძალიან მალე გაიაზრონ, რომ უკან უნდა დაიხიონ. ახლა ავტვირთე "ფეისბუქზე" ფოტო, რა დღეში ჩავარდნენ სპეცრაზმელები და "ბერკუტის" წევრები, როცა ხელისუფლებამ აძალადა საკუთარ ხალხზე და იგივე დღეში არ ჩააგდონ", - თქვა ნიკა მელიამ "მთავარის" ეთერში. 

შეკითხვაზე, "ვის მიმართეთ, როცა თქვით, რომ უკან უნდა დაიხიონ?", ნიკა მელიამ უპასუხა:

"ბიძინა ივანიშვილს, ამ ძალოვნების მინისტრები არიან თუ პირადი მცველები, მივმართავ, აბა, კობახიძეს რა უნდა მივმართო - გაიაზრონ, დაიხიონ უკან, ფორმალურად, ესენი არიან ხელისუფლებაში, მაგრამ წაგებული აქვთ, პირდაპირ გეუბნებით, ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანაში ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები, ქვეყანა, ხალხი ჩანიშნავს ამ არჩევნებს...", - თქვა ნიკა მელიამ.

"არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია, გამარჯვება სწორედ ასე მოიპოვება", - მიმართა ნიკა მელიამ მაყურებელს. 

შეგახსენებთ, მთელი ღამის განმავლობაში, შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში მობილიზებისა და განუწყვეტელი თათბირების ფონზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ. "მთავარის" კამერამ დააფიქსირა ობიექტის ეზო, რომელიც სავსეა ავტომანქანებით და სპეცრაზმის ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველებით.

ამავე თემაზე:

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რობოკოპები გამოჩნდნენ

როგორც მოვლენ ისე წავლენ - ნიკა მელია რობოკოპებზე

სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად- მობილიზაცია შსს-ში და ვითარება ენმ-ს ოფისში

დაიწყებენ გაფრთხილებთ, თუმცა არც ისაა გამორიცხული პირდაპირ დაიწყონ ოპერაცია - ადვოკატი პროცედურებს განმარტავს

ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა-სენატორი ჯიმ რიში 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი