მელიას ჯერ დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ოფისი არ დატოვოს - ბარამიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციის ლიდერებმა მორიგეობა დააწესეს, ამ დროისთვის ჯერ ისევ შენობაში რჩება პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიას, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ძალაში რჩება, ისინი მზად არიან დაიწყოს მოლაპარაკებები. 

"ჩვენ ვართ ისევ კოორდინაციაში ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ვაგრძელებთ პრესინგს, არ ვიშლებით, მხარდამჭერები ისევ ჩვენთან რჩებიან. მობილიზაცია ისევ გრძელდება, ყველაფერი არის მოსალოდნელი, თუმცა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის", - ამბობს ენმ-ს წევრი, ბაჩო დოლიძე.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისგან" ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ სანამ ვითარება მეტ-ნაკლებად არ გაირკვევა ნიკა მელიას დაჟინებულ რეკომენდაციას აძლევენ ოფისი არ დატოვოს. 

გუშინ, გადაცემა "ღამის მთავარში" ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ოფისის დატოვებას აპირებს, თუმცა ამბობს, რომ მარტო არ ივლის.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება გადადო და ამის მიზეზად პრემიერობიდან, გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა. ნიკა მელიას მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობად, 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შეუცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი