ხშირად მესმის, როგორ ამბობენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

შეკითხვაზე, არის თუ არა გამოსავალი საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას ავსტრევიჩიუსი, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ უნდა იყოს კონსულტაციები დიალოგის რეჟიმთან დაკავშირებით. 

"ოპოზიცია მოწვეულია, პირობები შეთანხმებულია და ამ დროს ერთი მხარე ყველაფრის მიტაცებას ცდილობს - ასე არ უნდა ხდებოდეს. დიალოგი უნდა დაიწყოს, რა პირობით - ეს მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა ევროპარლამენტარმა. 

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ასევე, ამბობს, რომ ივანიშვილს, მისი კოლეგები ხშირად მოიხსენიებენ ოლიგარქად, რაც "ძლიერი ნარატივია".

"მე ხშირად მესმის, როგორ მოიხსენიებენ ჩემი კოლეგები ევროპარლამენტში, ოლიგარქად. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია", - თქვა ავსტრევიჩიუსმა "დღის სტუმარში". 

ევროპარლამენტის წევრი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ "ეს არის დიდი ლაქა საქართველოს სახეზე". 

შეგახსენებთ, ნიკა მელია და ენმ-ის ოფისში მასთან ერთად მყოფი 20-ზე მეტი პირი ოფისის შტურმის შედეგად, 23 თებერვალს დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები და გზავნილები მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურებისგან: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი