საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, ამჯერად ანსამბლ "ერისიონის" წევრებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანსამბლს არაერთი პრობლემა აწუხებს, მაგრამ უმთავრესი ინფრასტრუქტურაა.
"ჩვენ დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს და სხვა პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაიჭრას ანსამბლისათვის, რომელიც 135 წლისაა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იხილეთ ასევე: