ზუსტად ერთი წლის წინ, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გავრცელებიდან 3 თვის შემდეგ, ვირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. პანდემია ნიშნავს, რომ გადამდები დაავადება უჩვეულოდ ფართოდ გავრცელდა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა.
კორონავირუისის ეპიდემიამ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 118 006 153 ადამიანი დააინფიცირა, მათ შორის 2 619 676 გარდაიცვალა, ხოლო 66 838 291 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელებიდან მალევე გამოიკვეთა ის ქვეყნები, რომელთა მდგომარეობაც უფრო და უფრო მძიმდებოდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიო ხუთეული შემდეგია:
ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით: აშშ, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ბრიტანეთი.
პანდემიური 2020
2020 წელს სიტყვა კორონავიურსი Google-ში ყველაზე ხშირად მოიძებნა, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს გასულ წელს ახალ რეალობაში ცხოვრების სწავლა მოუწია და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში დეკემბრის თვეში აღირცხეს. 13 იანვარს კი უკვე გაცდა ქვეყანის საზღვრებს. მეზობელი ქვეყნებისთვის ნათელი ხდებოდა, რომ დღეების სხვაობით ვირუსი მათთანაც დადასტურდებოდა. სწორედ ამიტომ პირველი, რაც ქვეყნების უმრავლესობამ გააკეთა ჩინეთთან, შემდეგ კი ზოგადად ყველასთან საზღვრების ჩაკეტვა იყო.
გაჩნდა პირველი რეკომენდაციები პირბადის ტარებაზე, ხელების სწორად დაბანაზე და დისტანციის დაცვაზე. დაიწყო მედპერსონალის გადამზადება, საავადმყოფოების შესაბამისად აღჭურვა. დღეს, პირბადის გარეშე ღია თუ დახურულ სივრცეში ყოფნა თითქმის წარმოუდგენელია. საზოგადოების უმეტესობისთვის განუყრელ ატრიბუტებად იქცა სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები, თხვეადი საპონი და ჰიგიენის სხვა საშუალებები.
გარდა ამისა, სიცხეს უკვე ყველგან გვიზომავენ.
შეღუდვები, შემსუბუქებები და ისევ შეზღუდვები
რაც დრო გადიოდა ქვეყნები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უფრო მეტ შეზღუდვას ამტკიცებდნენ. პირველი რა თქმა უნდა, "COVID-19-ის სამშობლო" ჩინეთი იყო - 26 იანვარს უხანში კარანტინი გამოცხადდა. მოგვიანებით კი მან საყოველთაო სახე მიიღო. სიტყვა კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა მალევე ნაცნობი ყველა ქვეყნისთვის გახდა. სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვები სხვადასხვა დროს სიტუაციის დამძიმების პერიოდიდან დაწესდა და უმეტესობაში მათი ნაწილი ისევ მოქმედებს.
ჩაკეტვამ, იზოლაციამ, ყველა დაწესებულების დახურვამ და ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში გადატანამ პირველი ტალღის დროს ადამიანებზე უარყოფითად იმოქმედა. ქვეყნების უმეტესობაში:
მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიადა და სხვა სპორტული ღონისძიებები. ადამიანებისთვის სახლში ყოფნამ გაართულა მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები.
ეკონომიკა
პანდემიის დაწყებიდან მალევე ბიზნეს აქტივობამ რეკორდული სისწრაფით დაიწყო დაცემა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დარტყმა, რომელიც გლობალურ ეკონომიკას კორონავირუსის გამო მიადგება, იმაზე მძიმე იქნება, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს.
ზოგიერთმა ბაზარმა 2020 წლის იანვარში აღადგინა მდგომარეობა, მაგრამ ეს ნორმალური ტენდენციაა, რომელიც "იანვრის ეფექტის" სახელითაა ცნობილი. ექსპერტები წუხან, რომ ვაქცინების დაგვიანებამ და მომავალში შესაძლო ლოქდაუნებმა ბაზარზე მეტი მერყეობა გამოიწვიოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 4,4%-ით შემცირდა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს კლება ყველაზე უარესი იყო 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. ფონდი 2021 წელს გლობალურ ზრდას 5,2%-ით პროგნოზირებს.
ტურიზმი და ტურისტული ინდუსტრია
ყველაზე მეტად 2020 ტურიზმი და ტურისტებზე დამოკიდებული სფეროები დაზარალდნენ, რადგან პირველი შეზღუდვა, რაც ქვეყნებმა მიიღეს საზღვრების ჩაკეტვა იყო. ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ფრენები, სასტუმროები დაიხურა, ადამიანებს გაუუქმდათ მივლინებები, არდადეგები თუ სხვა ვიზიტები. Flight Radar 24-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს მსოფლიოში ფრენების რაოდენობამ უდიდესი დარტყმა მიიღო და ის ჯერჯერობით შორს არის გამოსწორებისგან.
ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტურიზმი ნორმალურ დონეს 2025 წლამდე არ დაუბრუნდება.
კიდევ ერთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საცალო ვაჭრობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა სახლში დარჩა. ამ შეზღუდვამ მნიშვნელოვნად გაზარდა "ონლაინ გაყიდვები", რომლის შემოსავალიც 2020 წელს ჯამში 3,9 ტრილიონი დოლარი იყო.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს გლობალური ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რის იმედსაც მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყება იძლევა.
პანდემია და საქართველო
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი შეზღუდვა, რაც მთავრობამ დააწესა 29 იანვარს ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა იყო. მალევე, ჩაიკეტა საზღვრები, პირველი ტალღის დროს აიკრძალა ქალაქებს შორის გადაადგილება და გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაწესდა კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე. ამავე პერიოდში უცნობია რა მიზეზით, მაგრამ აიკრძალა მანქანაში მგზავრის წინ ჩაჯდომა, სულერთია მგზავრები ერთი ოჯახის წევრები იქნებიან თუ უცხოები. დაიხურა კურორტები, სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, კულტურული და სპორტული დაწესებულები.
21 მარტს მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 14 აპირლს საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა.
ქვეყანაში შეზღუდვები რამდენიმე ეტაპად დაწესდა და შემსუბუქდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი მის მოხსნას თვეებია ითხოვს. შეზღუდვების ბოლო შემსუბუქება 24 თებერვალს მოხდა.
ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ვირუსის შესაკავებლად პირველიც და მეორე ტალღის დროსაც ადამიანების სახლში დარჩენა და მკაცრი შეზღუდვები იყო.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა, ამაზე დიდი შემცირება უახლოეს წარსულში, ქვეყანას 26 წლის წინ - 1994 წელს ჰქონდა.
გარდა ეკონომიკის შემცირებისა, მუდმივად მერყობს და უფასურდება ეროვნული ვალუტა. 2020 წელს კორონავირუსი პანდემიის პერიოდში, საგარეო და საშინაო კრედიტორებისგან ხელისუფლებამ ჯამში 10 მილიარდი ლარი ისესხა.
2021 წელს ხელისუფლება საგარეო კრედიტორებისგან 5,3 მილიარდს აღებას გეგმავს. თუ პროგნოზები შესრულდება ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს გადასცდება.
კორონავირუსის ვაქცინები და ვაქცინაცია
ეკონომიკის აღდგენის, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მთავარ საშუალება მსოფლიოსთვის ვაქცინაა. ეს პანდემია სხვა გლობალური ეპიდემიებისგან იმით განსხვავდება, რომ მცენიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან უსწრაფესად დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა.
Bloomberg- ის მონაცემების თანახმად, ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს სადაც 326 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული. ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 2,17 მილიონი დოზა იქნა მიღებული.
Bloomberg-ის განცხადებით, თუ ვაქცინაცია დღეს არსებული 8,35 მილიონი ტემპით, გლობალური იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დონის მიღწევას წლები დასჭირდება. თუმცა საიმედოა ის, რომ ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და დამატებითი მწარმოებლების ახალი ვაქცინები შემოდის ბაზარზე.
მოსფლიოს ქვეყნებს შორის მოსახლეობის ვაქცინაციის მიხედვით სრულად აცრილი მოსახლეობით ისრაელი ლიდერობს.
მიუხედავას ამ მაჩვენებლებისა, საქართველოში დღემდე უცნობია როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. აქვე აღსანიშნავია, რომ სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კორონავირუსის ვაქცინით აცრეს.
ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა რამდენჯერმე გადაიდო. 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ "ასტრაზენეკას" 43 ათას 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვა. ზუსტი თარიღი, როდის აიცრება ქვეყანაში პირველი ადამიანი ისევ უცნობია.