მიდის საუბარი თუ როგორი ფორმით, როდის უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისიტიან დანიელსონთან მოლაპარაკებაზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დორმასა და დროზე მსჯელობენ.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა, გარდა სხვა მოთხოვნებისა, არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. კიდევ ერთხელ მინდა გითხართ, რომ მიმდინარეობს მოლააპრაკება, ფორმულაზე საუბარი, თუ რაიანაირი ფორმულით უნდა მოხდეს შეთანხმება ამ არჩევნებთან დაკაშვირებით", - თქვა მამაუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, ის 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი, რომელზე შეთანხმებასაც ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს უფრო ღრმა გახდა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ახალ პოზიციბს იხილავენ. მას არ დაუკონკრეტებია რას ეხება ეს პოზიციები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 მარტს კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. მედიაციის პროცესი გრძელდება. 

ამავე თემზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი