ჩვენ დაგვემშვიდობა, უკვე წასვლას ფიქრობდა - პაპუაშვილი დანიელსონის დარჩენაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელმა, კრისტდიან დანიელსონმა დარჩენა იმიტომ გადაწყვიტა, რომ "ოპოზიციასთან საუბრის პოტენციალი" დაინახა.

"კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა, გითხარით, რომ გუშინ ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ჩვენ დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის. ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, ეს იყოს სამართლიანი და ისეთი, შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს", - თქვა შალვა პაპაუაშვილმა. 

მისი თქმით, იმედი აქვს რომ დღევანდელი დღე წარმატებული იქნება და შეთანხმება შედგება. პაპუაშვილის აზრით, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი საბოლოოდ, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაზე კონსტრუქციული იყო.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დანიელსონის ვიზიტი დასრულდა და "მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ". მან ოპოზიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიცია ცარიელი ხელებით, ქუჩაშია დარჩენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ბრიუსელში სავსე ხელებით გაემგზავრება. რამდენიმე წუთში კი სპეციალური ბრიფინგი გამართა კრისტიან დანიელსონმა და საზოგადოებას ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივება შეატყობინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი