რა გვაქვს დასამალი?! - მოსამართლემ გოგი წულაიას სხდომა დახურა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში პოლიტიკოს გოგო წულაიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვს. მოსამართლე, ზვიად ჩარაძემ სხდომა დახურა. მისი თქმით, საქმე შესაძლოა სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რასაც წულაიას პროტესტი მოჰყვა. მისი განცხადებით, საქმეში დასამალი არაფერია. 

"რა გვაქს დასამალი, დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი", - თქვა მან. 

ადვოკატ, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მტკიცებულებები ბრალის წარდგენის საფუძველს არ იძლევა, არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები. მისი თქმით, ბრალდება, სავარაუდოდ, წინასწარ იყო წარდგენილი დასკვნების გარეშე. 

პროკურორის განცხადებით, საქმეზე არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ვიდეო მასალა და სხვა მტკიცებულებები აქვთ. 

"ვიდეო მასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა შემდეგ, როცა ბატონმა გოგი წულაიამ განახორციელა 138-ე მხულის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგი, ბრალეული ქმედება", - თქვა მან. 

ადვოკატის მოლოდინით, წულაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას დღეს, 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მან შიმშილობა დაიწყო.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი