ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია - გაბუნია კორონავირუსის ვაქცინაციაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანია უიღბლოდ დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის დასარწმუნებლად დიდი მნიშვნელობა სამედიცინო პერსონალის აცრას აქვს.

"ყველაზე ეფექტური მაინც არის მაგალითი და ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ამ ვაქცინაციასთან მიმართებაში. ამდენად ახლა მოგვიწევს, რა თქმა უნდა, ისევ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება ისევ სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება, და არ ენდობა ვაქცინაციას ძალიან რთულია მოსახლეობის დარწმუნება", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი