თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ოჯახი, მომხდარის მიზეზების დადგენას და ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ელოდება. 26 წლის თეონა თუაშვილის მშობლები ამბობენ, რომ მათ არც საგარეო უწყებისა და არც თურქეთის სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
ოჯახის ინფორმაციით, თეონა 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, იქ ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა და ბინის შესაძენად ფულს აგროვებდა. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ სასტიკი დანაშაულის მიზეზი, სწორედ ძარცვა გახდა.
სტამბოლში ქართველი ქალი გუშინ, 22 მარტს მოკლეს.