წვეთოვან კვებაზე უნდა გადავიდეს, რომ მკურნალობას დაექვემდებაროს - წულაიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პირველი ამოცანაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წვეთოვან კვებაზე გადავიდეს, იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

პირველი ამოცანაა, რომ წვეთოვან კვებაზე გადავიდეს, რომ ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვიდეს, დაექვემდებაროს მკურნალობას. 10 მაისამდე შევძლებთ იმას, რომ შევაგროვოთ ყველა ის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლოს, რომ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, - ამბობს ვალერი გელბახიანი.

დღეს, გოგი წულაიას შვილმა, Facebook-ზე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, თემურ წულაიას თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსის მდგოამრეობა მძიმეა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი