ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო - წერილი ციხიდან

გამოქვეყნდა:

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც მან საკნიდან, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

რატომ შიმშილობენ პატიმრები? ეს საკითხი მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც პატიმრები არ ყოფილან. გარედან ეს რთულად ჩანს, შიგნიდან კი მარტივია: თქვენ არ გაქვთ ბრძოლის სხვა მეთოდები, ამიტომაც შიმშილობთ. ჰა-ჰა-ჰა. ვინ იმალება ყაჩაღში, მელოტი, სათვალეებიანი საწოლზე, ბიბლიით ხელში? ეს მე ვარ. ბიბლიით, რადგან ის ერთადერთი წიგნია, რომლიც მიღებაც სამ კვირაში შემეძლო. და საწოლზე, რადგან ვშიმშილობ. რა გავაკეთო? მაქვს უფლება, მოვიწვიო ექიმი და მივიღო მედიკამენტები, არცერთ მათგანს სულელურად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილმა ფეხზე გადაინაცვლა. მარცხენა ფეხმა მგრძნობელობა დაკარგა. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ეს სტრესულია. სამედიცინო დახმარების მაგივრად, მტანჯავს ძილის უკმარისობაც.. გამოვაცხადე შიმშილობა კანონის აღსრულების მოთხოვნით - მომცენ ექიმის მოწვევის უფლება. ასე ვიწვები მშიერი, ორი ფეხით, - წერს ნავალნი. 

წერილი სრულად: 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი