რას ფიქრობენ ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ჩვენს ქვეყანაზე და რა გეგმებს აწყობენ ჩვენთან დაკავშირებით. მათთვის ჩვენ არასრულფასოვანი სახელმწიფო ვართ, რომლის საერთოდ არსებობის აუცილებლობასაც კი ვერ ხედავენ.
ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს. მწვავე პროტესტის გამო, პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, 1-ელ აპრილს, გამთენიას დატოვა. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ კი ადგილობრივ მედიასთან თქვა, რომ "ადამიანები, რომლებმაც ეს ალიაქოთი მოაწყვეს, ყურადღების ღირსი არ არიან."
თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი: პოზნერი და მისი მეგობრები