"ქართული ოცნება" დუმს. მაშინ როდესაც ქვეყნის მთავარი მტერი, ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის წინააღმდეგ ღია აგრესიას ამზადებს, ქვეყნის ხელისუფლება სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. არც საქართველოს მთავრობაში და არც პარლამენტში, დღეს არავინ ისურვა შეეფასებინა რუსეთის არმიის მობილიზება დონბასში და მსოფლიო განგაში უკრაინის ნაწილის მოსალოდნელი ოკუპაციის შესახებ. უფრო მეტიც - "ქართული ოცნების" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ეს თემა არავის აინტერესებს.
ვის აინტერესებს? - ასე უპასუხა ანრი ოხანაშვილმა "მთავარის" კითხვას, რას აპირებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით.
"ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ კი თქვა, რომ უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი უკრაინელ კოლეგას მხოლოდ მას შემდეგ ესაუბრა, რაც საქართველოს ხელისუფლების დუმილზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყურადღება გაამახვილეს.
ამავე თემაზე:
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 7 წლის შემდეგ, კრემლი შეთანხმებას არღვევს - უკრაინა ომის ზღარზეა