ნიკა მელიას გათავისუფლება ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნება - საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მელიას გათავისუფლება ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნება სასამართლოს მხრიდან. მისივე განცხადებით, დღევანდელი პროცესიდან ამის იმედი არ აქვთ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციებს, დღეს ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მელია პროცესს დაესწროს და მათ ახალი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება მისცენ. 

"სასამართლო სხდომაზე პირველ რიგში, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ნიკა მელიას მიეცეს შესაძლებლობა, დაესწროს საქმის განხილვას. ამასთან გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე, რაც გამორიცხავს ნიკა მელიას მიერ დანაშაულის ჩადენას.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის და თავად ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი ქართული ოცნების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მიღების და არ ვფიქრობ, რომ გაათავისუფლებს ნიკა მელიას",- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი