სასამართლომ ნიკა მელიას პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა მოსამართელმ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება პროცესზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. 

მოსამართლეს შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, რათა მელია რუსთავის ციხიდან ციხეში ჩამოეყვანათ, თუმცა პროცესი გადაიდო. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომავალი პროცესი 13 აპრილს, 11 საათზე ჩაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.

მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. 

გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი