"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შეამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ. მოგეხსენებათ, ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც არ ჰქონდა სხდომებზე დასწრების უფლება.
მოსამართლემ არ გამოაცხადა შესვენება, იმისთვის, რომ მელია რუსთავის ციხიდან პროცესზე ჩაეყვანათ, ამიტომ პროცესი გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.