კარგავს მგრძნობელობას ხელ-ფეხში, დაუდგინდა თიაქარი - ნავალნის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მისი ადვოკატის, ვადიმ კობზევის ​ ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობას კარგავს, გარდა ამისა, მისივე თქმით, ნავალნის ზურგის თიაქარი დაუდგინდა.

გასულ კვირას ნავალნიმ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ის სათანადო მკურნალობას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი