რიონის მცველებს პოლიციამ ნამახვანისკენ ფეხით გადაადგილების საშუალება მისცა - აქტივისტები პროტესტს ღია ცის ქვეშ გააგრძელებენ

გამოქვეყნდა:

მიუხედავად იმისა, რომ კარვები დაშლილია და "რიონის ხეობის მცველებს" ღამის გასათევი აღარ აქვთ, უწყვეტი პროტესტი მაინც გაგრძელდება. ამ წუთებში, სოფელ გუმათში შეკრებილი ასობით ადამიანი ელოდება პოლიციის ნებართვას, რომ ნამოხვანის მიმართულებით მსვლელობა მოაწყონ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხვალიდან პროტესტის ეპიცენტრი ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლებს სადაც უფრო მასშტაბური აქციები გაიმართება. 

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავრჩეთ და მთელი ღამე გავაგრძელოთ ჩვენი სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი. რამდენიმე წუთის წინ პოლიციელებმა გვითხრეს, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია ნამოხვანისკენ ფეხით გადაადგილება. ახლა ველოდებით მათგან დადასტურებას, ყველა ვინც აქ ვართ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ფეხით მშვიდობიანი მსვლელობა ნამოხვანისკენ. შევუერთდეთ პროტესტის სხვა მონაწილეებს და მათთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი", - ამბობს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი.

ცნობისთვის, დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებდა. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი