ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულება იქნება დამოუკიდებელი - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი იქნება. შეგახსენებთ, რომ პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

"ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულება იქნება დამოუკიდებელი. თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ პირობითად საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას ისეთი, მათ შორის პოლიტიკური კომენტარების საფუძველზე, რომ ან სასარგებლო ან საწინააღმდეგო იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება/დაკავებასთან დაკავშირებით, ეს ნებისმიერ პრინციპს ეწინააღმდეგება, როგორც დემოკრატიის ისე ადამიანის უფლებების", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დრეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამრათლე ნინო ჩახნაშვილი მას. ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი