გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი მეგობრები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ - მელია

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო მიმდინარეობს ბრალდებულმა სიტყვა წარმოთქვა. მელიამ ყველა გულშემატკივარს მადლობა გდაუხადა, მან მადლობა უთხრა მოსამართლესა და პროკურორ გულუაშვილს და აღნიშნა, რომ მოტივაციას მაძლევთ.

მისი თქმით, მის დაკავებაზე თანხმობა მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიასაც ჰქონდა გაცემული, ეს ასე რომ არ ყოფილიყო, "მისი მეგობრები პარლამენტში" იმუნიტეტს არ მოუხსნიდნენ.

"კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შებღალავს ხომ მინიმუმ? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი.

რა თქმა უნდა, გახარიასაც ჰქონდა თავიდან თანხმობა მიცემული ჩემ დაკავებაზე და კობახიძესაც. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, იგი წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები, იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ" - თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. სწორედ დღეს გახდება ცნობილი გაათავისუფლებს თუ არა მოსამრათლე ნინო ჩახნაშვილი მას. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი