პატიმრებით ვაჭრობა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად - ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის რეალური სურვილები და დამოკიდებულება გამოააშკარავა. სალომე ზურაბიშვილმა ღიად და დაუფარავად განმარტა, რომ გიორგი რურუას თავისუფლებას მხოლოდ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ დათანხმდება.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს მმართველ პარტიას ნიკა მელიას მიმართაც - ოლიგარქის პოლიტიკური გუნდი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას მხოლოდ 20 ივნისის მოძლადე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების ამნისტირების სანაცვლოდ თანხმდება. ოპოზიცია ორივე შემთხვევაში წითელ ხაზზე საუბრობს და ამბობს, რომ არ აპირებს პირობების სანაცვლოდ თავისუფლბით ვაჭრობას.
იხილეთ ასევე:
"თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს...ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას" - "ოცნება"