საკანი ნომერი 224 ნიკა მელიამ შესაძლოა გირაოს და ამნისტიის გარეშე დატოვოს. ევროპარლამენტარები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თავდებში უდგებიან.
ცნობილი ხდება რომ არსებობს შეთანხმება რამდენიმე გავლენიან ევროპარლამენტართან, რომლებიც მზად არიან ოცნების პოლიტიკური პატიმრის ციხიდან საკუთარი გარანტიით დაიხსნან.
ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს თავდებში უდგებიან "ლელოს" ლიდერებიც. ბრიუსელიდან ისინი აცხადებენ რომ საბოლოო შეთანხმების შემდეგ ჯერი "ქართულ ოცნებაზე" იქნება, რომელმაც კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.
"ლელომ" ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გაავრცელა, შესაბამისად ნიკა მელიასთან კომუნიკაცია მის თანაგუნდელებს არ ჰქონიათ და თავად მელიას პოზიცია უცნობია.
ამავე თემაზე: