
30 აპრილს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.
პარალელურად, მოსკოვის სასამართლო განიხილავს, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს თუ არა.
თუ მოსკოვის სასამართლო ნავალნის ორგანიზაციას ექსტრემისტულად გამოაცხადებს, ნავალნის მოკავშირეებს პოლიტიკური საქმიანობა უფრო მეტად შეეზღუდებათ, ხოლო აქციებში ჩართვისკენ მოწოდება დასჯადი გახდება და მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ.
რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ანტიკორუფციული ფონდი რუსეთის ხელისუფლების კორუფციულ სქემებს იკვლევს და აქვეყნებს.
ამავე თემაზე: