
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, კარგი იქნებოდა.
"ჩვენ კი ვიცით, რომ პოლიტიკურად ეს ამბავი ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და მათი გარემოცვის შეთითხნილია, მაგრამ მტკიცებულებების მოსაპოვებლად კარგი იქნებოდა კარგი სამუშაოს ჩატარება კომისიის მხრიდან ამ საქმეზე, რათა უბრალოდ, ხელშესახები დოკუმენტები გვქონდეს, როგორ დაგეგმეს ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ტყუილი და სიძულვილის კამპანია.
არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს ამ პოლიტიკური კლიმატის პირობებში. თუმცა, ამ კომისიის გამოყენება იმის არგუმენტად, თუ რატომ არის სწორი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა, შეცდომაა ყველა გულწრფელი ადამიანის მხრიდან და ამ კუთხით ნუ მიუდგებიან ამ საკითხს",-თქვა ბოკერიამ.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საგმოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით GDI გამოვიდა.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გუშინ, 4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ.