მორიგი ბოდიშის მოხდა არ შედგა. გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს დღეს იმავე რიტორიკით უპასუხა, რომელსაც პრემიერმინისტრობის დროს იყენებდა. მთავარი კითხვები - 20 ივნისის სისხლიანი ღამის, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის, კორუფციისა და "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ ისევ უპასუხო დარჩა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის როლში გახარიას პოლიტიკური შინაარსი სრულიად უცვლელია - რაც დღეს მისმა პრესკონფერენციამ ღიად დაადასტურა.
ვინ არის გიორგი გახარია - ამას ახალბედა ოპოზიციონერის სამომავლო გეგმებიც ზუსტად აჩვენებს. ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერი აკრიტიკებს ყველაფერს, რისთვისაც ოპოზიცია იბრძვის და გადაწყვეტილი აქვს არ გააკრიტიკოს ბიძინა ივანიშვილი. მოახლოებულ არჩევნებზე კი ოპოზიციის მთავარ კანდიდატთან თანამშრომლობა მისი სტრატეგიული მიზანი არ არის.
გიორგი გახარიასთვის კითხვების დასასმელად დღეს შეიკრიბა ფაქტობრივად ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი "იმედისა" და "პოს ტივის" გარდა - რაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერისთვის აღმოჩენა გახდა - "მთავარი არხიდან" კი გახარიას კითხვებს 20 ივნისს დაზარალებული თამარ ბაღაშვილი უსვამდა.
იხილეთ ასევე: