სამოქალაქო აქტივისტების მორიგი სასამართლო და აქცია სასამართლოს გარეთ - ბოლნისში დღეს პროცესია

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 2 ივნისს, ბოლნისში გაიმართება. 6 აქტივისტის: ალბერტ მერებაშვილის, ნიკა ნარსიას, კახა კვეკვესკირის, გიორგი მუმლაძის, ჯაბა საჯაიასა და მიხეილ ავქოფაშვილის პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებმა განუმარტეს, საქმე ეხება მარნეულში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ისინი გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ.

"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ ლოზუნგით კი ბოლნისის სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართება. აქტივისტები დღესაც მოითხოვენ, რომ მათზე უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს და დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები მოიხსნას.

ცნობისთვის, 29 აპრილს, მას შემდეგ, რაც გიორგი მუმლაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებს მარნეულის მერიის შენობაში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. ადგილზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მერიის შენობაში შესვლა რამდენიმე აქტივისტმა შეძლო, მათ შორის იყო გიორგი მუმლაძე, ნიკა ნარსია და სხვები. 

ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას მუმლაძე პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ მისი ძმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს "ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში" სპეციალისტად 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი