
ბელარუსის ტელევიზიამ მინსკში დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა, რომელშიც ის ამბობს, რომ ახლა ოპოზიციის მხრიდან ქუჩის პროტესტებისკენ მოწოდება საჭირო არ არის.
"ახლა ასეთ აქტივობა შეუძლებელია. როცა ვილნიუსში ვიყავი, მე ღიად ვთქვი, რომ ქუჩის აქციები საჭირო არ არის. სულ მცირე, ჩვენ ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებას უნდა დაველოდოთ, რომ ხალხი ქუჩაში ერთი ჯამი სუპისთვის გამოვიდეს",- ამბობს ის ვიდეოში.
პროტასევიჩის დაკითხვის ჩანაწერი, მისი დაკავებიდან მეორედ გავრცელდა. პირველ ვიდეოში ჟურნალისტი მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებას აღიარებდა.
Reuters-ი წერს, რომ ბელარუსი სავარაუდოდ იძულებით აღიარებით ჩვენებებს დაკავების გასამართლებლად და დემონსტრაციების შეჩერებისთვის იყენებს.
23 მაისს ლუკაშენკოს დავალებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად, მინსკში თვითმფრინავი დასვეს. ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგოს დაკავებას მწვავე რეაგირება მოყვა დასავლეთში. ევროკავშირმა ბელარუსს 3 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა. ამასთან, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხუროს.