არჩევნები და მართლმსაჯულების სისტემა - ორი მთავარი საკითხი რომლებზეც ქართული ოპოზიციის ლიდერი ვაშინგტონში საუბრობს. ნიკა მელია თვისი ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოსა და ატლანტიკურ საბჭოში მართავს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი სახელმწიფო მოხელეები, ექსპერტები და ანალიტიკოსები ქართული ოპოზიციის ლიდერისგან პირადად იღებენ ინფორმაციას ქართული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.
ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლო სისტემის რეფორმირების დასაჩქარებლად და დამკვირვებლების მასშტაბური რაოდენობა თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლების შესრულებაზეც ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს შენარჩუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, - ამბობს ნიკა მელია ვაშინგტონში.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წელიწადი, რა დროის განმავლობაშიც ვაშინგტონში მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ჩასულან, დაკარგულია დროა და ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან სასწრაფოდ უნდა აღდგეს.
სასიხარულოა, ვიცოდე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მთელი სიმძლავრით არის დაბრუნებული საქართველოში, ჩვენ რეგიონში. ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, უშუალოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე აქვთ ინფორმაცია, - ამბობს ნიკა მელია.
იხილეთ ასევე: