სპორტი, კულტურა, განათლება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი რუსთაველის თეატრის რუსულ გასტროლზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ სპორტი, კულტურა და განათლება პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ.

"არსებობს სპორტი, კულტურა, განათლება, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეთ აგრეთვე ხელოვანებს, რომ გადაწყვიტონ თუ სად და როგორ გამოავლენდნენ მის ხელოვნებას. ერთი რამეც ვიცოდეთ ამავდროულად, რომ ხელოვნება შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე "მთავარის" კითხვას თეატრის დირექტორმაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ დასის მოსკოვში ჩასვლა მისაღებია და იქ უნდა შეაგრძნობინონ რა არის და როგორ არის. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი თქვა, რომ თეატრების საქმიანობაში არ ერევა და ყველა თვითონ წყვეტს სად წავიდეს გასტროლზე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი