ზურა ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. 

"პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი, გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები", - წერს ზურა ჯაფარიძე. 

მან იმავე პოსტში განმარტა თუ რისი თქმა და რა კითხვებზე პაუსუხების მოსმენა სურდა შარლ მიშელისგან: 

შარლ მიშელისა და ოპოზიციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ ისინი მედიის და ჟურნალისტების სათქმელსაც გააჟღერებენ.

ცნობისთვის, შარლ მიშელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. ის ბათუმის მე-17 საერათაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

საღამოს ლიდერთა შეხვედრაა დაგეგმილი - ღონისძიებას პრეზიდენტის მოწვევით მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი