რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროვებულ უკანონო მოსმენებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველა უწყება კანონით დადგენილ მოსმენებს ახორციელებს.

ღარიბაშვილმა "მთავარ არხის" მიერ ჩანაწერების გავრცელებას "შექთქმულება და ბინძური პროვოკაცია" უწოდა.

"სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. თქვენ რაზე საუბრობთ არ ვიცი, თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია, თქვენ არ ხართ დამოუკიდებელი. ეს ჩემი უფლებაა მოვიწონო თუ არ მოვიწონო", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. 

გავრცელებულ კრებსების შინაარსი დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის გიორგი მშვენიერაძემ და გურო იმნაძემ. გარდა ამისა, ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს "რადიო თავისუფლებისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი